GOTA - GEORGIAN OUTBOUND TOURISM ASSOCIATION
ტელეფონი
+995 592 10 10 15
ელ-ფოსტა
info@gota.ge
სამუშაო საათები
ორ - პარ 11:00 - 19:00
გაწევრიანება
GOTA

ABOUT GOTA


საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია (GOTA) - დაარსდა 2020 წელს. მასში გაერთიანებულია საქართველოში არსებული და აქტიური, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კერძო კომპანიები, როგორც ტურისტული სააგენტოები ასევე ტურ-ოპერატორები. 

ასოციაციის შექმნას საფუძვლად უდევს სფეროში, მრავალი წლის განმავლობაში, არსებული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ბიძგი იყო გამოწვევა რომლის წინაშეც სფერო აღმოჩნდა გლობალური პანდემიის პირობებში, GOTA-ს სამოქმედო გეგმა არ ყოფილა გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. მიზნები ბევრად უფრო ღრმა და გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეფექტური ქმედებებია.

ასოციაციის უმთავრესი და საბოლოო მიზნები არის:
•    სექტორის ცნობადობის, სანდოობის და პრესტიჟულობის გაზრდა
•    პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დანერგვა
•    აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა სახელმწიფოსთან გამყვანი ტურიზმის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის
•    გამყვან ტურიზმში მომუშავე სააგენტოების და ტურ-ოპერატორების სერტიფიკაცია და ლიცენზირება
•    იურიდიული და საბუღალტრო მომსახურების გაწევა ერთი „ქოლგის“ ქვეშ ასოციაციის წევრთათვის
•    სტანდარტების დანერგვა სფეროში მომუშავე კადრებისათვის და მათი გადამზადება


ასოციაციის უახლოესი გეგმებია:
•    ერთიანი საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის შექმნა - GOTA-ს ყველა წევრს ექნება წვდომა უახლეს და უმნიშვნელოვანეს საიხლეებთან ყველაზე პირველს.
•    სამუშაო ჯგუფის შექმნა - სახლემწიფო ორგანოებთან საკომუნიკაციოდ
•    პარტნიორების მოძიება - შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშნელოვანი იქნება მხარდაჭერა პარნიორი კომპანიების მხრიდან.

საწყის ეტაპზე ასოციაციციაში გაწევრიანება შეუძლია ყველა კომპანიას რომელიც დაკავებულია გამყვანი ტურიზმით. ეს გადაწყვეტილება ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭომ მიიღო ერთხმად, მიზეზი კი ძალიან მარტივია - ძალა ერთობაშია. GOTA წარადგენს სამოქმედო გეგმას რომლის მიხედვითაც მასში შემავალ ყველა კომპანიას ექნება დრო და სრული მხარდაჭერა რომ შეძლონ ადაპტაცია და სვლა ასოციაციის საბოლოო მიზნებისაკენ. 

GOTA-ს კარი ღია არის ყველა იმ კომპანიისთვის და სფეროში მომუშავე ადამიანისთვის ვინც იზიარებს ამ ასოციაციის გეგმებს და სულისკვეთებას. 

გისურვებთ წარმატებებს !
5-06-2020, 12:23 / О скрипте

კომენტარის დამატება

  • reload, if the code cannot be seen

ABOUT GOTA

05 Jun 2020 ,ADMIN
საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია...

About Georgia

05 Jun 2020 ,ADMIN
Georgia is a country in the Caucasus region...

Travel all around the world

05 Jun 2020 ,ADMIN
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur...
up